№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 51. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა აკრძალვებისა და შეზღუდვების არსებობისას
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ან შეზღუდული საქონლის შემოტანისას წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება.
2. საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყალბი ფულის შემოტანისას;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შესაბამისი ორგანოს ზედამხედველობით გამოიყენება სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით.