სარჩევი
მუხლი 184

მუხლი 184. დასაბეგრი ოპერაცია, დასაბეგრი ოპერაციის დრო

1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია:

ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი;

ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტი;

გ) საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენების დაწყების მომენტი;

დ) ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი;

დ1 (ამოღებულია - 12.06.2020, №6343);

ე) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი;

ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდების მომენტი.

2. (ამოღებულია – 20.12.2011, №5556).

დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge

დავები 3
ცვლილებების ისტორია 7
  1. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
  2. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2874 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.
  3. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5445 - ვებგვერდი, 29.06.2016წ .
  4. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.
  5. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.
  6. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6343 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
  7. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.