მუხლი 186. აქციზური საქონლის იმპორტი და იმპორტის დრო
1. აქციზური საქონლის იმპორტი არის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.
2. აქციზური საქონლის იმპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ეს საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ექცევა.