სარჩევი
მუხლი 187

მუხლი 187. აქციზური საქონლის ექსპორტი და ექსპორტის დრო

1. აქციზური საქონლის ექსპორტი არის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად ამ საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევა.

2. აქციზური საქონლის ექსპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ეს საქონელი ექსპორტის პროცედურაში ექცევა.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.