მუხლი 92. მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 5
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №3787 — 2026-02-19 19.02.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №23612/2/2024 — 2024-10-21 21.10.2024
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №29040 — 2023-11-27 27.11.2023
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №27734 — 2023-11-13 13.11.2023
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №21036