მუხლი 90. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ამ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 35
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №27808/2/2026 — 2026-09-16 16.09.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №16554 — 2026-07-21 21.07.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №15370 — 2026-07-08 08.07.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №15279 — 2026-07-07 07.07.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №26915/2/2026 — 2026-04-15 15.04.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №26464/2/2026 — 2026-02-25 25.02.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №26625/2/2026 — 2026-02-25 25.02.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №2056 — 2026-02-03 03.02.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №779 — 2026-01-23 23.01.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №29005 — 2025-12-31 31.12.2025
ცვლილებების ისტორია 3
- საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
- საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
- საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3922 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.