მუხლი 89. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება
1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა;
ბ) პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა;
გ) პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას;
დ) პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის;
ე) პირი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.
31. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის თარიღიდან.
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 9
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №15279 — 2026-07-07 07.07.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №1828 — 2026-01-30 30.01.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №26198/2/2025 — 2025-12-09 09.12.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №24665 — 2025-11-07 07.11.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №24435 — 2025-11-05 05.11.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20737 — 2025-09-23 23.09.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №15974 — 2025-07-15 15.07.2025
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №23808/2/2024 — 2024-11-15 15.11.2024
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №18708/2/2023
ცვლილებების ისტორია 5
- საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
- საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
- საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
- საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
- საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3922 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.