№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 111¹¹. ტერმინთა განმარტება
ამ კარში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესებით “ (შემდგომში – ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები) განსაზღვრული მნიშვნელობა. სხვა ტერმინებს, ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ელექტროენერგიის მიწოდება – თუ სხვაგვარად არ არის ამ ინსტრუქციაში განმარტებული, გულისხმობს ელექტროენერგიის გაყიდვას ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ;
ბ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტი – ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით გათვალისწინებული სუბიექტები;
გ) ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდება საბითუმო – ბაზრის სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდება სალტეზე, რომელიც აღირიცხება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
დ) საბოლოო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს და შესაბამისი მიზნით/სტატუსით დარეგისტრირებულია საბითუმო ბაზარზე .
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №269 - ვებგვერდი, 09.08.2024წ.