№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 18. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
11. ზედმეტად გადახდილი თანხის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს მოსაკრებლ(ებ)ის და ადმინისტრაციული ჯარიმის (რომელთა გადახდის ადმინისტრირება ევალება საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოებს) პირადი აღრიცხვის ბარათ(ებ)ზე არსებული თანხები.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა;
ბ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;
გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი;
დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შინაარსი;
ე) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა.
21. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შევსებისას, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში“ მითითებული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის ამ პირისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, განაცხადოს თანხმობა, შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების, საბანკო საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I-13 დანართის ფორმით.
31. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გაანგარიშების ფორმაში ასახული ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატური დაბრუნების მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I-131 დანართის ფორმით. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა;
ბ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;
გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი;
დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა.
32. ამ მუხლის 31 პუნქტის მიზნებისათვის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ავტომატური დაბრუნების სისტემის რისკების მართვის წესი და პირობები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
4. პირის მიერ საგადასახადოფ ორგანოსთვის წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ელექტრონული ფორმით აღირიცხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-14 დანართის შესაბამისად.
ცვლილებების ისტორია 6
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის ბრძანება №229 - ვებგვერდი, 30.07.2014წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 მაისის ბრძანება №94 – ვებგვერდი, 13.05.2016 წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძნება №337 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №312 – ვებგვერდი, 23.08.2018წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის ბრძანება №30 – ვებგვერდი, 07.02.2019წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.