№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 48³. გაცვლის (ბარტერული) ოპერაციების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხის საბაზრო ფასით განსაზღვრა
თუ გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მისაღები საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე.
მაგალითი 1. საწარმოსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, ამავე მიწის ნაკვეთზე საწარმომ უნდა ააშენოს შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებული ფართების ნაწილს გადასცემს ფიზიკურ პირის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასია 236 000 ლარი.
შეფასება:
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი აქვს უძრავი ნივთის მიწოდებას, საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის ფართების მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე, რაც შეადგენს 200 000 ლარს (236 000 / 1,18).
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 15.08.2023წ.