№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 49. ოპერაცია, რომელიც არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას
ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება:
ა) (ამოღებულია - 30.12.2020, №326). ;
ბ) (ამოღებულია - 30.12.2020, №326). ;
გ) ელექტრონული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასურის ამოღების მომსახურება;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომპენსაციის/შემოსავლის მიღების მიზნით ქონების ქირით, იჯარით ან/და სხვა ამგვარი ფორმით გაცემა, თუ აღნიშნული მომსახურების შედეგად მიღებული თანხა სრულად მიემართება ბიუჯეტში.
ე ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ს მიერ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების განკარგვა ან/და სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა, რომლის შედეგად მიღებული თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ვ) არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის – „ახალციხის ციხის“ მიერ რაბათის ციხის კომპლექსის, როგორც ისტორიული (კულტურული) ძეგლის დაცვის, კომპლექსის პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს :
ვ.ა) კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ პირებზე გადაცემული ქონების მიზნობრივად გამოყენების და კომუნალური მომსახურების ორგანიზების უზრუნველყოფას;
ვ.ბ) კომპლექსის ტერიტორიის მოვლა-შენახვას, დასუფთავებას, გამწვანებას;
ვ.გ) კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობების მიმდინარე რემონტს, კაპიტალურ რემონტს, რესტავრაციას;
ვ.დ) თანხებისა და სხვა საშუალებების მოზიდვას კომპლექსის გამართული მუშაობისა და განვითარებისათვის;
ვ.ე) კომპლექსის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების (რეკლამა, ბუკლეტები, ტურისტული ცნობარი და სხვ.) მოწყობას;
ვ.ვ) სხვა სახის საქმიანობას.
ცვლილებების ისტორია 7
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №502 – ვებგვერდი, 28.09.2011წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის ბრძანება №48 – ვებგვერდი, 15.02.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №227 – ვებგვერდი, 11.07.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №286 – ვებგვერდი, 30.07.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №323 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის ბრძანება №156 – ვებგვერდი, 18.07.2016წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.