სარჩევი
მუხლი 5

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 5. საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

1. თუ პირი საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა.

2. თუ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ, საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.

21. თუ საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა არარეზიდენტი ფიზიკური პირის საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების შესახებ, საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.

3. ამ მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს საგადასახადო ან/და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან შესაბამისი სამსახურის მიერ მიწოდებული და დასაბუთებული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემები შეჰყავს საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში, პირს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და ინფორმაციას აქვეყნებს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში.

4. შესაბამისი სამსახურის მიერ მიწოდებული და დასაბუთებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პირის სააღრიცხვო მონაცემებს: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს და გვარს, პირად ნომერს/პასპორტის ნომერს, პირის დაბადების თარიღს, მოქალაქეობას, რეგისტრაციის/საცხოვრებელ მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს და რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის თარიღს.

ცვლილებების ისტორია 2
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 11.09.2017წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.