სარჩევი
მუხლი 7²

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 7². დაშლის პროცესში მყოფი პირის საგადასახადო ვალდებულებები

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია, განახორციელოს:

ა) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა;

ბ) საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის რეგისტრაციიდან მოხსნა;

გ) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტ(ებ)ის განაშთვა;

დ) ფინანსურ ინსტიტუტ(ებ)ში ბოლო საბანკო/საგადახდო ანგარიშის დახურვა;

ე) მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა;

ვ) მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, მათ შორის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება/განაშთვა;

ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №217 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.