№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 8. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი
1.საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად ორგანიზაცია №I-04 დანართის შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.
2.საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზაციის მონაცემები შეიტანება საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში და გაიცემა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი №I-05 დანართის შესაბამისი მოწმობა.
3. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში ორგანიზაციას ეგზავნება მოტივირებული წერილობითი პასუხი.