სარჩევი
მუხლი 67

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 67. დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციების დაბეგვრის უფლების გამოყენება

1. დასაბეგრი პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის უფლების გამოყენების მიზნით, მიმართავს საგადასახადო ორგანოს №III-20 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენება დასაბეგრ პირს შეუძლია საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემდეგი საანგარიშო პერიოდის პირველი რიცხვიდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:

ა) საგადასახადო ორგანო ვალდებულია დასაბეგრი პირი გაატაროს რეგისტრაციაში;

ბ) დასაბეგრი პირი ვალდებულია დღგ-ით დაბეგროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციები, რომლებიც ამ დასაბეგრი პირისათვის აღარ ჩაითვლება დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულად.

ცვლილებების ისტორია 4
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №260 – ვებგვერდი, 03.05.2011წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №448 – ვებგვერდი, 25.08.2011წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №335 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.