სარჩევი
მუხლი 71

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 71. დღგ-ისაგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

1. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულების) შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით (მათ შორის, დღგ-ის გათავისუფლება) სარგებლობის მიზნით, ხელშეკრულების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი (დონორი) მხარის მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება პროგრამის/პროექტის განმახორციელებელი/მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ცვლილების შემთხვევაში დაზუსტებული ინფორმაცია.

2. (ამოღებულია – 05.12.2011, №600).

3. შემოსავლების სამსახური ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს პროგრამის/პროექტის განმახორციელებელი/მონაწილე პირების შესახებ მონაცემების საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შეტანას, რომელიც მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რეესტრი განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. ხელშეკრულების შესაბამისად პროგრამით/პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ან/და კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი (დონორი) მხარე ან საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ 2 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შემოსავლების სამსახურს.

5. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ამ პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას სავალდებულოა საფ-ის გამოწერა, რომელშიც დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული).

6. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას, საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი) ან/და მომსახურების გამწევი ვალდებულია გადაამოწმოს რეესტრში პირის საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება. დღგ-ისგან გათავისუფების შემთხვევაში საფ-ში დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული).

7. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში.

71. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ-ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვა ხორციელდება წარდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად.

72. (ამოღებულია - 04.03.2020, №65).

8. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი და ამ მუხლის 71 პუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი №III-24 დანართის შესაბამისად.

9. საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

10. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.

12. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.

ცვლილებების ისტორია 3
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 – ვებგვერდი, 06.12.2011წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №330 - ვებგვერდი, 10.11.2014 წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 მარტის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 05.03.2020წ.