სარჩევი
მუხლი 84

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 84. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე

მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო აქციზური საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის ან/და მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება

1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო აქციზური საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე

მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას საბაჟო ორგანოს წარედგინება არანაკლებ აქციზის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.

2. საანგარიშო თვის/კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საბაჟო ორგანოს წარედგინება „ანგარიშგება საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-08) ან „ანგარიშგება საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-09) ან „ანგარიშგება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა დასაავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების შესახებ“ (დანართი №IV-091). თუ აღნიშნული დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი, ბრუნვის შესაბამის ნაწილზე გაანგარიშებული უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზი.

3. იმპორტიორის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია უქმდება სრულად ან ნაწილობრივ, საერთაშორისო საზღვაო ან საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საწვავის და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მოცულობაზე გაანგარიშებული აქციზის, ხოლო ამ პუნქტში მითითებული საქონლის იმ პირზე სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები – გასხვისებულ საქონელზე გაანგარიშებული აქციზის მიხედვით.

ცვლილებების ისტორია 4
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №536 – ვებგვერდი, 17.10.2011წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №429 - ვებგვერდი, 26.11.2018წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.