სარჩევი
მუხლი 85

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 85. მისართების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების და მეთანალის (ფორმალდეჰიდი) იმპორტის აქციზისაგან გათავისუფლება

1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01 გათვალისწინებული აქციზის დეკლარაცია.

2. საგადასახადო ორგანოს აქციზის დეკლარაცია წარედგინება ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის, რეალიზებული/გამოყენებული (მათ შორის, აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული) იმპორტირებული საქონლის მიხედვით.

3. გადახდილი აქციზის თანხის დაბრუნება ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით.

ცვლილებების ისტორია 4
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №541 – ვებგვერდი, 28.12.2012წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 30.09.2013წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 17.08.2023წ.