№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 86¹. აქციზისგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად
1. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი (დონორი) მხარის მიერ შემოსავლების სამსახურში ინფორმაციის წარდგენა და აღნიშნული ინფორმაციის რეესტრში ასახვის პორობები განისაზღვრება ამ ბრძანების 71-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. პროგრამის/პროექტის ფარგლებში აქციზური საქონლის/მომსახურების შეძენისას, საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი) ან/და მომსახურების გამწევი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს აქციზის გადამხდელს, ვალდებულია გადაამოწმოს რეესტრში პირის საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება. აქციზისგან გათავისუფლების შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში აქციზის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული).
21. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში.
22. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განცხადება, პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ-ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის
„3. პროგრამის/პროექტის ფარგლებში აქციზური საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი და ამ მუხლის 22 პუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული აქციზის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი დანართი №IV–101 შესაბამისად.“.ასახვა ხორციელდება განცხადების შესწავლის შედეგად.
4. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განაცხადი საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების შემდგომ.
5. საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით;
ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
6. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.
8. განაცხადის მიხედვით აქციზის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №121 – ვებგვერდი, 25.04.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 მარტის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 05.03.2020წ.