მუხლი 274. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა
1. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, −
იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, −
იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
3. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.
ამ მუხლს მიუთითებს
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 36
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20751 — 2026-09-21 21.09.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №27510/2/2026 — 2026-07-03 03.07.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №14758 — 2026-07-01 01.07.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №27259 — 2025-12-11 11.12.2025
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №25625/2/2025 — 2025-10-01 01.10.2025
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №25503/2/2025 — 2025-09-10 10.09.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №9540 — 2024-04-24 24.04.2024
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №21667/2/2023 — 2024-04-18 18.04.2024
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №31100 — 2023-12-12 12.12.2023
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №27755 — 2023-11-13 13.11.2023