სარჩევი
მუხლი 277

მუხლი 277. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა

1. საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2 000 ლარის ოდენობით.

ამ მუხლს მიუთითებს

271309

დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge

დავები 5
ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4206 - ვებგვერდი, 10.03.2011წ.