მუხლი 275. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −
იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −
იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −
იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −
იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 100 000 ლარზე მეტით შემცირება მიიჩნევა გადასახადისგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას
ამ მუხლს მიუთითებს
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 1328
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №28042/2/2026 — 2026-10-19 19.10.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №22499 — 2026-10-08 08.10.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №21670 — 2026-10-02 02.10.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №21102 — 2026-09-25 25.09.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №21006 — 2026-09-24 24.09.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20919 — 2026-09-23 23.09.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20700 — 2026-09-21 21.09.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20751 — 2026-09-21 21.09.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20658 — 2026-09-18 18.09.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20444 — 2026-09-17 17.09.2026