№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 75¹⁰. დღგ - ის თანხის დაბრუნების უფლებამოსილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ - ის გადამხდელი
1. დასაბეგრ პირს უფლება აქვს, დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა უძრავი ქონებისა)/მომსახურების შეძენისას ან საქართველოში საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
ა) პირს საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება ან მისი საქმიანობის ადგილი (რასთან დაკავშირებითაც ითხოვს დღგ-ის დაბრუნებას) ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ არის;
ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოიყენება;
გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ამ კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილება საქმიანობა, რის გამოც პირი განიხილება დასაბეგრ პირად.
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.