სარჩევი
მუხლი 75¹⁸

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 75¹⁸. დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება

1. დასაბეგრი პირის განცხადებით მოთხოვნილი დღგ-ის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/უფლებამოსილი პირი. გადაწყვეტილება მიიღება შემოსავლების სამსახურში განცხადების რეგისტრაციის დღიდან ექვსი თვის ვადაში, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ეგზავნება დასაბეგრ პირს, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

2. ამ ინსტრუქციის 7513 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან წარმოდგენილ განცხადებაში/დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური დასაბეგრი პირის წარმომადგენელს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას, რა დროსაც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

3. თუ შემოსავლების სამსახურის უფროსის/უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით განცხადება არ კმაყოფილდება ან კმაყოფილდება ნაწილობრივ, გადაწყვეტილებაში მიეთითება დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

4. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება უფლებამოსილი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი დღგ-ის თანხის ჩარიცხვით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის ან/და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, რომ შესაბამისი დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების ანაზღაურების თანხის/ თანხის ნაწილის გადახდისას, საქონლის მიმწოდებლის/ მომსახურების გამწევის მიერ მატერიალური ფორმის ანგარიშ-ფაქტურა არ არის გამოწერილი ამ ინსტრუქციის №III-051 დანართით დადგენილი ფორმით.

ამ მუხლს მიუთითებს

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

№996, მუხლი 75¹⁷№996, მუხლი 75²⁰

ცვლილებების ისტორია 3
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.