სარჩევი
მუხლი 75¹⁷

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 75¹⁷. დღგ - ის თანხის დაბრუნებაზე უარი

დღგ-ის თანხა არ ბრუნდება, თუ:

ა) განცხადებაში აღნიშნული ოპერაციის მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი არ იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა საქონლის/მომსახურების შეძენა ან/და საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) ამ ინსტრუქციის 7518 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან/და არ იქნა აღმოფხვრილი წარმოდგენილ განცხადებაში/დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზი;

დ) სახეზეა ამ ინსტრუქციის 7511 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ე) უფლებამოსილი წარმომადგენელი ვერ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით დამტკიცებულ სავალდებულო კრიტერიუმებს;

ვ) განცხადება არ შეესაბამება ამ ბრძანების და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს.

ცვლილებების ისტორია 3
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.