სარჩევი
მუხლი 75¹⁴

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 75¹⁴. საანგარიშო პერიოდი , რომელზეც შეიძლება დღგ - ის თანხის დაბრუნება

დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით განცხადების წარდგენისას, განცხადებაში მითითებული საანგარიშო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 1 კალენდარულ წელს და არ შეიძლება იყოს კალენდარული წლის სამ თვეზე ნაკლები. ამასთან, თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს სამ თვეზე ნაკლებ საანგარიშო პერიოდზეც, თუ ის მოიცავს კალენდარული წლის დასრულებამდე დარჩენილ, სამ თვეზე ნაკლებ საანგარიშო პერიოდს (მაგალითად 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით).

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.