სარჩევი
მუხლი 196

№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 196. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე გამოსაყენებელი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანა

იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება იმ ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანის ან/და ცხოველის სამედიცინო მოხმარებისთვის, რომელიც უცხო ქვეყნიდან საქართველოს ტერიტორიაზე ორგანიზებულ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის შემოდის, საქართველოში ყოფნის პერიოდში მისი საჭიროების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ოდენობის ფარგლებში.