№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 211. უცხო ქვეყნის ომის მსხვერპლთა მემორიალის, სასაფლაოს ან სამარხის ასაგებად, მოვლა-შენახვისთვის, შესაკეთებლად ან შესამკობად გამოსაყენებელი საქონლის შემოტანა
იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაკრძალულ უცხო ქვეყნის ომის მსხვერპლთა მემორიალის, სასაფლაოს ან სამარხის ასაგებად, მოვლა-შენახვისთვის, შესაკეთებლად ან შესამკობად გამოსაყენებელი საქონლის შემოტანა.