სარჩევი
მუხლი 205

№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 205. საავტორო უფლებების ან სამრეწველო და სავაჭრო პატენტების დამცველი ორგანიზაციისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა

იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება სასაქონლო ნიშანი, ნიმუში, დიზაინის პროექტი ან მისი თანმხლები დოკუმენტი, აგრეთვე განაცხადი გამოგონების პატენტის გასაცემად ან მსგავსი დოკუმენტი, რომელიც წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“.