№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 209. ცხოველის ტრანსპორტირებისას გამოყენებული ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველის სხვა სახის საკვების შემოტანა
იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ნებისმიერი სახის ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველის სხვა სახის საკვების შემოტანა, რომელიც განთავსებულია უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველის გადმომყვანი სატრანსპორტო საშუალების ბორტზე და რომელიც მხოლოდ ცხოველის ტრანსპორტირებისას გამოიყენება.